თუ …

როცა ძრწოლაა შენს გარშემო და შფოთვა ყოვლის,
თუ გაგაჩნია შენ უნარი უჩუმრად წოლის;

როცა არცერთი სულიერი აღარ გენდობა
და შეგიძლია მოკვდავთათვის ამის შენდობა;

თუ შეგიძლია დაუღლელად იცადო მარად,
სიცრუის მსხვერპლი არ დაეცე სიცრუის დარად;

შეძულებული არ ჩაუდგამ სიძულვილს ენას
და ვერ აღგიქვამს შენ ვერავინ თუმცაღა ბრძენად;

თუ ოცნებისას არ გახდები ოცნების ყმა და
აზროვნებისას არ გექნება ბრძნადყოფნის მადა;

როს გამარჯვება ოქროს თმებზე კულულებს გვარცხნის,
თუ შენ ასევე უდრტვინველად აღიქვი მარცხი;

არ აგაღელვებს შენი აზრის დაქუცმაცება,
რომც გააკეთონ ბრიყვებისთვის ეს ბაცაცებმა;

და არ დაგაყრის აღელვებულს ტანზე წიწვები,
თუნდ დამსხვრეული ნახო შენი ნაკოწიწები;

თუ მოგევლინა ცხოვრებაში როსმე აზარტი
და შენ წააგე ნაგროვები ანდა ნაზარდი,

უიმედობამ ამ დროს ხელი თუ არ დაგრია
და შეასრულე კვლავ ბეჯითად შენი არია;

თუ აიძულე შენი გული, ისე ელავდეს,
რომ აღარ ჩაქრეს ძალის სრულად გამოლევამდე;

თუნდ შენ არ გქონდეს არაფერი, გარდა ნებისა,
რაიც აროდეს აღარ იტყვის: „ძილი ნებისა“,

ბრბოსთან საუბარს არ შესწირე შენი ღირსება,
მეფის ლაქუცში არ დაგჩხვლიტეს ქეჯნის ისრებმა;

მოკეთეებსაც, თუგინდ მტრებსაც, ეპირდაპირე,
ამ დროს მიაღწევ, რომ იცოდე, სიბრძნის ნაპირებს;

თუკი ჟამთასვლის საფეხურებს ისე ამოსცდი,
რომ ღირსეული შენთვის არის წამი სამოციც,

შენ დედამიწა გიპოვნია, სიხარულს გაცდი,
და – უფრო მეტიც – შვილო ჩემო, მაშინ განკაცდი.

რადიარდ კიპლინგი
თარგმნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s