გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა

2001 07 30_რეზონანსი 1 2001 07 30_რეზონანსი 2

2001 წლის 26 ივლისს გიორგი სანაია მოკლეს. იმის მიუხედავად, რა იყო გამოძიების ოფიციალური ვერსია და რა დადასტურდა სასამართლოზე, ამ მკვლელობას ქართული საზოგადოების მძფრი რეაქცია მოჰყვა.

ჩემი წერილი “ვინ მოკლა გიორგი სანაია?” გაზეთ რეზონანსის 2001 წლის 30 ივლისის ნომერში გამოქვეყნდა და მას ნამდვილად აჩნია საზოგადოების მაშინდელი აღშფოთების კვალი. მოვიყვან ციტატას:

“გიორგი სანაიას მკვლელობის მთავარი შედეგი საზოგადოებაში შიშის დათესვაა. ასე ხდება ყოველთვის, როცა საზოგადოებისთვის აღვირის ამომდები “ძიები” აღვირს ვეღარ იმორჩილებენ და მართვის სადავეები ხელიდან მისდით. საზოგადოების დაშინება ამ სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალია. როცა პანკისში ადამიანის გატაცება აღარ ჭრის, უკანასკნელ მეთოდზე – მკვლელობაზე მიდიხარ.

1994-95 წლებში ასე დაგვიმორჩილეს – პოლიტიკური ტერორით და მკვლელობებით. მაგრამ მაშინ მსხვერპლთა წრე უშუალოდ პოლიტიკოსებსა და სახელმწიფო მოხელეებს არ გასცდენია. 26 ივლისს ეს წრეც გაირღვა: ესროლეს საზოგადოების წევრს, ჟურნალისტს, საზოგადოების ერთ-ერთ ლიდერს. ეს აღარ არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, ეს მთელ საზოგადოებაზე შეტევაა.

პრესის თავისუფლების შეზღუდვის მოწოდებების ფონზე ესროლეს ჟურნალისტს. ახალი, არაკომუნისტური წარსულის მქონე თაობის გააქტიურების ფონზე ესროლეს 26 წლის ადამიანს. საყოველთაო სიყალბისა და სიცრუის ფონზე ესროლეს ადამიანს, რომლის მოღვაწეობის ძირითადი მიზანი იყო, საზოგადოებას სცოდნოდა სიმართლე.”

აღსანიშნავია, რომ “რეზონანსის” იმავე ნომერში, იმავე გვერდზე დაიბეჭდა ჩემი წერილი “ვინ მოკლა გია ჭანტურია?”, რომელიც პირველად 1998 წლის 4 დეკემბერს გამოქვეყნდა გაზეთ “საქართველოს გაზეთში”.

რა თქმა უნდა, ორივე წერილში იპოვის ადამიანი ისეთ მსჯელობას, რომელიც დღევანდელი გადასახედიდან პოლიტიკურ სპეკულაციად ჟღერს. მაგრამ ერთი რამ უნდა გვახსოვდეს: იმის მიუხედავად, ვინ არის შემკვეთი და შემსრულებელი, იმის მიუხედავად, რამდენად სრულყოფილად მიდის გამოძიება, იმის მიუხედავად, რომ საჯარო პირის მკვლელობა შეიძლება ყოფით ნიადაგზე იყოს ჩადენილი, ხელისუფლებისადმი ეჭვი იმატებს, თუკი ხელისუფლება თავად არის ძალადობრივი პოლიტიკური გარემოს ინიციატორი და წარმმართველი, იმ გარემოსი, რომელშიც ასეთი მკვლელობა ხდება.

 

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s