ფსევდონიმებისა და ანონიმური სახელების უკან ამოფარება დღევანდელ გახსნილ სამყაროში ღიმილის მომგვრელია. ჩემს შემთხვევაში ამას მაინც აქვს გამართლება: დღევანდელ საქართველოში როგორც კი იგებენ სახელს, იმწამს ინტერესდებიან ამ პიროვნების პარტიული კუთვნილებით და ცდილობენ, ზოგჯერ სრულიად ობიექტური არგუმენტის მიღმა სუბიექტური ინტერესი დაინახონ.
თუ რაიმე მიზანი აქვს ამ ბლოგს, ეს სწორედ ისაა, რომ ერთ მშვენიერ დღეს არგუმენტებს ვაფასებდეთ არა მათი ავტორებისადმი ჩვენი წინასწარშექმნილი სიმპათია/ანტიპათიის, არამედ ამ არგუმენტების შინაარსის მიხედვით.
თუ რატომ Sapere Aude, იხილეთ იმანუელ კანტის ესსე “რა არის განმანათლებლობა”.
Advertisements